среда, 21 июля 2010 г.

საგანთაშორის კავშირი ქიმიის სწავლებისას საჯარო სკოლაში

პროექტის სახელი: საგანთაშორის კავშირი ქიმიის სწავლებისას საჯარო სკოლაში
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით : პროექტი აღწერს თუ როგორ განვითარდა ქიმია , როგორც მეცნიერება , როგორ შეიქმნა ქიმიურ ელემენტთა სიმბოლო , როგორ ჩამოყალიბდა ძირითადი ცნებები, განმარტებები და კანონები.ქიმიას როგორც მეცნიერებას რა კავშირი აქვს სხვა სასწავლო საგნებთან.
პროექტის სრული აღწერა : ყოველივე ამას მოსწავლეები წარმოადგენენ შეძლებისდა გვარად თვალსაჩინოების სახით, ათავსებენ მოპოვებულ ინფორმაციას ბლოგებზე.
მონაწილეთა ასაკი :17-18 წელი
ვადები (მონაწილეობის დასაწყისის დაშესაძლო დამთავრების თარიღები ) : 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ საგნებს შორის კავშირს, მიიღებენ ინფორმაციებს თითოეული საგნის შესახებ , რაც მათ დაეხმარებათ ბუნების მოვლენების კანონები და კანონზომიერებანი წარმოიდგინონ ერთ მთლიანობაში.განამტკიცონ და დააკონკრეტონ ქიმიის კავშირი ცხოვრებაში , რომ დღევანდელ პირობებში იგი წარმოადგენს მძლავრ საშვალებას ბუნების რესურსების სრული გამოყენებისათვის, ახალ ნივთიერებათა წარმოქმნისათვის რომლებიც აადვილებენ ადამიანის შრომას და ამაღლებენ მის მატერიალურ კეთილდღეობას.
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას ) :მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციასა და ცოდნასარა მარტო ქიმიის მნიშვნელობის შესახებ, არამედ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა საგნების შესახებ.
სარგებელი სხვებისთვის : განათლებასა და ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს.
სამუშაო ენა : ქართული.
საგნებთან |საგნობრივ ჯგუფთან კავშირი :ბოტანიკა , ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, მატემატიკა.
პროექტის ფასილიტატორის ვინაობა : მაკა კობახოძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: kobaxidzemaka@gmail.com
პროექტის ფორუმი :
პროექტის ვებ. ბლოგი ; kobaxizemaka.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий